წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ იყენებს და იცავს აღნიშნული ვებ. გვერდი (შემდგომში „the Store“) ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ აწვდით ვებ. გვერდით სარგებლობის დროს. „Store“ ვალდებულია უზრუნველყოს თქვენი კონფიდენციალურობის დაცვა. თუ ჩვენგან მიიღებთ მოთხოვნას გარკვეული ინფორმაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რომლითაც თქვენი იდენტიფიცირება იქნება შესაძლებელი აღნიშნული ვებ. გვერდით სარგებლობის დროს, მაშინ თქვენ დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ წინამდებარე კონფიდენციალურობის განაცხადის შესაბამისად. „Store“-ს შეუძლია წინამდებარე პოლიტიკის ცვლილება პერიოდულად აღნიშნული გვერდის განახლებით. დრო და დრო თქვენ უნდა გადაამოწმოთ აღნიშნული გვერდი, რათა დარწმუნდეთ, რომ ცვლილებები თქვენთვის მისაღებია.

 

რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ?

ჩვენ შეგვიძლია შემდეგი სახის ინფორმაციის შეგროვება:

სახელი

საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის ელ. ფოსტის მისამართი

დემოგრაფიული ინფორმაცია, როგორიცაა საფოსტო ინდექსი, პრეფერენციები და ინტერესები

სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც შეესაბამება მომხმარებელთა კვლევასა და/ან შეთავაზებებს

ჩვენ მიერ შეგროვებული „Cookie“ ფაილების ამომწურავი ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში „Cookie“ ფაილების სია“

 

რა ბედი ეწევა ჩვენ მიერ შეგროვებულ ინფორმაციას?

ჩვენ გვჭირდება აღნიშნული ინფორმაცია თქვენი საჭიროებების გასაგებად, თქვენთვის გაუმჯობესებული მომსახურების უზრუნველსაყოფად, უფრო კონკრეტულად კი შემდეგი მიზნებისთვის:

შიდა დოკუმენტაციის წარმოებისთვის.

შესაძლებელია აღნიშნული ინფორმაცია გამოვიყენოთ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურებების გასაუმჯობესებლად. 

შესაძლებელია პერიოდულად თქვენ მიერ მითითებული ელ. ფოსტის მისამართებზე გავაგზავნოთ სარეკლამო წერილები ჩვენი პროდუქტების, განსაკუთრებული შეთავაზებების შესახებ სხვა სახის ინფორმაციასთან ერთად, რომელმაც შესაძლოა დაგაინტერესოთ.

აგრეთვე, დრო და დრო აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია გამოვიყენოთ თქვენთან დასაკავშირებლად ბაზრის კვლევის მიზნით. შესაძლებელია დაგიკავშირდეთ ელ. ფოსტის, ტელეფონის, ფაქსის ან ფოსტის გამოყენებით, აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია გამოვიყენოთ თქვენი ინტერესების შესაბამისად ვებ. გვერდის თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მოსარგებად.  

დაცულობა

ჩვენ ვალდებულები ვართ უზრუნველვყოთ თქვენი ინფორმაციის დაცულობა. არასანქცირებული წვდომის ან გათქმის პრევენციის მიზნით, ჩვენ დანერგილი გვაქვს შესაბამისი ფიზიკური, ელექტრონული და მენეჯერული პროცედურები ჩვენ მიერ ონლაინ შეგროვებული ინფორმაციის უსაფრთხოების დასაცავად.

 

როგორც ვიყენებთ „Cookie“ ფაილებს?

„Cookie“ ეწოდება მცირე ზომის ფაილს, რომელიც ითხოვს თქვენგან ნებართვას, რათა განთავსდეს თქვენი კომპიუტერის  მყარ დისკზე. დათანხმების შემდეგ, ხდება ფაილის დამატება და „Cookie” დაგეხმარებათ გაანალიზოთ ინტერნეტ-ტრაფიკი და გაცნობოთ როდის სტუმრობთ კონკრეტულ საიტს. „Cookie” ფაილი ინტერნეტ აპლიკაციებს შესაძლებლობას აძლევს უპასუხონ თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს. ინტერნეტ აპლიკაციას შეუძლია თავისი ოპერაციები მოარგოს თქვენს საჭიროებებს,  სიმპათია-ანტიპათიებს, თქვენი პრეფერენციების შესახებ ინფორმაციის შეკრებითა და დამახსოვრებით.

 

ჩვენ ვიყენებთ ინტერნეტ-ტრაფიკის აღმრიცხველ „Cookie” ფაილებს, რათა დავადგინოთ, რომელი გვერდები იქნა გამოყენებული. აღნიშნული დაგვეხმარება გავაანალიზოთ მონაცემები ვებ. გვერდის ტრაფიკის შესახებ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებ. გვერდი, რათა მოვარგოთ ის მომხმარებლის საჭიროებებს. აღნიშნულ ინფორმაციას ვიყენებთ მხოლოდ სტატისტიკური ანალიზის მიზნით და შემდეგ აღნიშნული მონაცემები იშლება სისტემიდან.

ზოგადად, „Cookie” ფაილები გვეხმარება გაუმჯობესებული ვებ. გვერდის უზრუნველყოფაში თქვენთვის, საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ რომელი გვერდები არის თქვენთვის სასარგებლო და რომელი არა.  „Cookie” არცერთ შემთხვევაში არ გვაძლევს წვდომას თქვენს კომპიუტერზე ან ნებისმიერ ინფორმაციაზე თქვენ შესახებ, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთაც თქვენ ირჩევთ ჩვენთან გასაზიარებლად. თქვენ შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან უარი თქვათ “Cookie” ფაილებზე. ინტერნეტ ბრაუზერების უმეტესობა ავტომატურად ეთანხმება „Cookie” ფაილებს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები და უარი თქვათ „Cookie” ფაილებზე, რის გამოც შესაძლებელია ვებ. გვერდით სრულყოფილად სარგებლობა ვერ მოახერხოთ.

 

 

ბმულები სხვა ვებ. გვერდებზე

ჩვენი ვებ. გვერდი შესაძლებელია მოიცავდეს ბმულებს თქვენთვის საინტერესო სხვა ვებ. გვერდებზე. თუმცა აღნიშნული ბმულების გამოყენებით ჩვენი ვებ. გვერდის დატოვების შემდგომ, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არანაირი კონტროლი არ გაგვაჩნია სხვა ვებ. გვერდებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ პასუხს არ ვაგებთ იმ ინფორმაციის დაცვასა და კონფიდენციალურობაზე, რომელსაც თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნულ ვებ. გვერდებზე შესვლის დროს და მსგავსი ვებ. გვერდები არ ექვემდებარებიან ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თქვენ უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე და უნდა გაეცნოთ აღნიშნული ვებ. გვერდების კონფიდენციალურობის განაცხადს.

თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონტროლი

თქვენ შეგიძლიათ თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვების ან გამოყენების შეზღუდვა შემდეგი გზით:

ყოველთვის, როცა გთხოვენ ვებ. გვერდზე ფორმის შევსებას, მოძებნეთ უჯრა, რომელიც შეგიძლიათ მონიშნოთ და ამ გზით თქვენ მიუთითებთ, რომ არ გსურთ ინფორმაციის გამოყენება პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.

თუ თქვენ უკვე დათანხმდით თქვენი ინფორმაციის გამოყენებაზე პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეიცვალოთ აზრი და ამის შესახებ გვაცნობოთ ჩვენი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.

ჩვენ არ მივყიდით, არ გავავრცელებთ და იჯარით არ გადავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მესამე პირებს თქვენი ნებართვის ან კანონის მოთხოვნის გარეშე. ჩვენ შეგვიძლია თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება სარეკლამო ინფორმაციის გამოსაგზავნად მესამე მხარეების შესახებ, რომლებიც შესაძლოა თქვენი ინტერესის სფეროში შედიოდნენ, თქვენი სურვილის არსებობის შემთხვევაში.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დეტალები, რომელიც ჩვენ მიერ ინახება მონაცემთა დაცვის შესახებ 1998 წლის აქტის შესაბამისად. გადასახდელი იქნება მცირე საზღაური.  თუ გსურთ თქვენ შესახებ დაცული ინფორმაციის ასლი, გთხოვთ მოგვმართოთ ელ. ფოსტაზე ჩვენი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.  

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ თქვენ შესახებ შენახული რაიმე ინფორმაცია, მცდარია, გთხოვთ დაუყოვნებლივ მოგვეწერეთ ელ. ფოსტაზე, ზემოთ მოცემულ მისამართზე. ჩვენ დაუყოვნებლივ გავასწორებთ ნებისმიერ მცდარ ინფორმაციას.

 

 

 

 

„Cookie” ფაილების სია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია „Cookie” ფაილების სია, რომელთაც ჩვენ ვაგროვებთ და ინფორმაცია, რომელსაც ისინი ინახავენ.

 

„Cookie“ ფაილის სახელწოდება                 „Cookie“ ფაილის აღწერილობა

FORM_KEY       ინახავს შემთხვევით გენერირებულ კოდს, რომელიც გამოიყენება ყალბი მოთხოვნების პრევენციისთვის  

PHPSESSID        თქვენი სესიის ID სერვერზე

GUEST-VIEW  შესაძლებლობას აძლევს სტუმრებს დაათვალიერონ და დაარედაქტირონ თავიანთი შეკვეთები.

PERSISTENT_SHOPPING_CART   ბმული თქვენი კალათის შესახებ ინფორმაციაზე და ისტორიის დათვალიერება, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში.

STF        ინფორმაცია პროდუქტების შესახებ, რომლებიც ელ. ფოსტით გაუგზავნეთ თქვენს მეგობრებს.

STORE მაღაზიის დათვალიერება ან თქვენს მიერ შერჩეული ენა.

USER_ALLOWED_SAVE_COOKIE  მიუთითებს, გასცა თუ არა ნებართვა მომხმარებელმა „Cookie” ფაილების გამოყენებაზე.

MAGE-CACHE-SESSID         უზრუნველყოფს კონტენტის დამალვას ბრაუზერზე გვერდების უფრო სწრაფად ჩასატვირთად.

MAGE-CACHE-STORAGE  უზრუნველყოფს კონტენტის დამალვას ბრაუზერზე გვერდების უფრო სწრაფად ჩასატვირთად.

MAGE-CACHE-STORAGE-SECTION-INVALIDATION  უზრუნველყოფს კონტენტის დამალვას ბრაუზერზე გვერდების უფრო სწრაფად ჩასატვირთად.

MAGE-CACHE-TIMEOUT       უზრუნველყოფს კონტენტის დამალვას ბრაუზერზე გვერდების უფრო სწრაფად ჩასატვირთად.

SECTION-DATA-IDS უზრუნველყოფს კონტენტის დამალვას ბრაუზერზე გვერდების უფრო სწრაფად ჩასატვირთად.

PRIVATE_CONTENT_VERSION     უზრუნველყოფს კონტენტის დამალვას ბრაუზერზე გვერდების უფრო სწრაფად ჩასატვირთად.

X-MAGENTO-VARY უზრუნველყოფს კონტენტის დამალვას ბრაუზერზე გვერდების უფრო სწრაფად ჩასატვირთად.

MAGE-TRANSLATION-FILE-VERSION       უზრუნველყოფს კონტენტის გადათარგმნას სხვა ენებზე.

MAGE-TRANSLATION-STORAGE    უზრუნველყოფს კონტენტის გადათარგმნას სხვა ენებზე.



© Hydroscand 2021 - ყველა უფლება დაცულია