Personuppgifter och cookies

პერსონალური ინფორმაცია და „Cookie” ფაილები

რას ნიშნავს აღნიშნული თქვენთვის, როგორც hydroscand.ge-ის ვიზიტორისთვის?

ზოგადი ინფორმაცია

„Hydroscand AB“  წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა მენეჯერს, რომელიც ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ჩვენ ვიცავთ კონფიდენციალურობას და გაგვაჩნია უფლება ვაკონტროლოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, აქედან გამომდინარე, ინფორმაცია ჩვენ მიერ შეგროვებული მონაცემებისა და შეგროვების მიზნების შესახებ თავისუფლად ხელმისაწვდომია. ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

 

აღნიშნული გვერდი აღწერს ინფორმაციას მონაცემების შესახებ, რომელთაც ვაგროვებთ ჩვენს ვებ. გვერდზე, ინფორმაციას მონაცემთა შეგროვების მიზნებისა და მეთოდების შესახებ, რომლითაც შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენი საკუთარი მონაცემები. აღნიშნული  ნამდვილად შესაძლებელია www.hydroscand.ge-თი სარგებლობის დროს.

ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია

„Hydroscand AB“-ი ინფორმაციას ძირითადად აგროვებს უშუალოდ თქვენგან, როგორც მომხმარებლისგან. ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაციაა, მაგალითად, სახელი, თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, როგორიცაა მობილური ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი ან ფიზიკური მისამართი. „Hydroscand AB“-ს შეუძლია განაახლოს თქვენ შესახებ ინფორმაცია სხვა საჯარო რეესტრების გამოყენებით, როგორიცაა SPAR, თუკი ეს აუცილებელია სათანადო რეესტრის შესანარჩუნებლად.

„Hydroscand AB“ ინახავს პერსონალურ ინფორმაციას შემდეგთან დაკავშირებით:

თუ თქვენ მიუთითებთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართს ან ტელეფონის ნომერს ნებისმიერ ველში ვებ. გვერდზე.

თუ თქვენ დაგვიკავშირდებით ელ. ფოსტის, ტელეფონის ან ჩვენი ვებ. გვერდის და/ან სოციალური მედიის საშუალებით.

თუ თქვენ გამოწერილი გაქვთ ჩვენი საინფორმაციო სიახლეები.

 თქვენი ვიზიტი ჩვენს ვებ. გვერდზე, მათ შორის (და არა მხოლოდ) ტრაფიკის მონაცემები, ლოკაციის მონაცემები და სხვა საკომუნიკაციო მონაცემები, როგორიცაა IP მისამართი. მოწყობილობის ტიპი, ოპერატიული სისტემა და ბრაუზერის ტიპი, რომელიც გამოყენებულია ვიზიტის დროს.

 

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს IP მისამართს და ყველა სხვა ინფორმაციას თქვენ შესახებ „Cookie” ფაილების მეშვეობით და მივმართავთ ინტერესთა ბალანსს, როგორც სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული ინფორმაცია გროვდება თქვენ მიერ ჩვენი ვებ. გვერდით სარგებლობის ფორმების დასადგენად და ინფორმაციის შესანახად, რომელიც თქვენ შეგყავთ ვებ. გვერდით მომავალში გამარტივებული სარგებლობის მიზნით.

ზოგჯერ ჩვენ ვახდენთ აღნიშნული ინფორმაციის კომბინირებას ჩვენი პარტნიორებისგან მიღებულ ინფორმაციასთან. აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია წარვმართოთ კონტენტი და კომუნიკაცია თქვენი ინტერესების შესაბამისად, უზრუნველვყოთ თქვენი, როგორც მომხმარებლის ინდივიდუალური გამოცდილება, განვავითაროთ ჩვენი ვებ. გვერდი და მოვარგოთ კომუნიკაცია და მარკეტინგი თქვენს ინდივიდუალურ ინტერესებს. ქვემოთ გაეცანით „Cookie” ფაილების მართვის პოლიტიკას უფრო დეტალურად.

თქვენი პერსონალური მონაცემების უზრუნველყოფა არ წარმოადგენს იურიდიულ ან სახელშეკრულებო მოთხოვნას. ამასთანავე, თქვენ არ ხართ ვალდებული უზრუნველყოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია.

 

შენახვის ვადა

არცერთ შემთხვევაში, ჩვენ არ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მოქმედი კანონმდებლობით, რეგულაციებით, პრაქტიკითა თუ საკანონმდებლო გადაწყვეტილებით ნებადართულ პერიოდზე უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე.

 

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ჩვენ მიერ, ინტერესთა ბალანსის საფუძველზე, შეესაბამება მოქმედ სახელმწიფო კანონმდებლობასა და პრაქტიკას.

 

ჩვენთან ურთიერთობის ფარგლებში, რომელიც ეფუძნება ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესს, თქვენი პერსონალური მონაცემები არ დამუშავდება საჭირო მიზნების გარდა სხვა მიზნით. ქვემოთ გაეცანით „Cookie” ფაილების შენახვის კონკრეტულ ვადებს.

 

თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა

ზოგადი წესის თანახმად, ჩვენ და ჩვენი მიმწოდებლები და პარტნიორები ვამუშავებთ მხოლოდ თქვენს პერსონალურ მონაცემებს EU/EEA-ს ფარგლებში.

 

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია იმ პირებისთვის, ვინც პერსონალურ მონაცემებს ჩვენი სახელით ამუშავებენ და რომლებიც ცნობილი არიან, როგორც პერსონალურ მონაცემების ასისტენტები. თუ თქვენ გსურთ ინფორმაციის მიღება ჩვენი პერსონალური ინფორმაციის ასისტენტების შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდით.

აგრეთვე, ჩვენ გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს რეციპიენტებს, რომლებიც არ წარმოადგენენ პერსონალური მონაცემების ასისტენტებს. აღნიშნული რეციპიენტები დამოუკიდებლად არიან პასუხისმგებელი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

 

თქვენი უფლებები და არჩევანი

თქვენ გაქვთ უფლებები თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. აგრეთვე, თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, თუ რა სახის ინფორმაცია უნდა ინახებოდეს თქვენს შესახებ. „ჰიდროსკანდი“ საკუთარი ან მომხმარებლის ინიციატივით, ასწორებს მონაცემებს, რომლებიც მცდარი აღმოჩნდება.

გარკვეულ პირობებში, აგრეთვე შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ან დამუშავების ობიექტის შეზღუდვა ან წაშლა. აგრეთვე, თქვენ უფლება გაქვთ, გარკვეულ გარემოებებში, მიიღოთ პერსონალური მონაცემები, რომლებიც თქვენ მიერ არის მოწოდებული სტრუქტურულ, ზოგად და მანქანურად წაკითხვად ფორმატში და უფლება გაქვთ გადასცეთ ისინი პერსონალური მონაცემების სხვა მაკონტროლებელს.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ, რომლებიც რეგისტრირებულია ე.წ. რეესტრის მოთხოვნით და მიღებულია „Hydroscand AB“-დან. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია წერილობითი ფორმით, როგორც ელ. ფოსტის [email protected]  მეშვეობით, აგრეთვე წერილის გაგზავნით მისამართზე: Bogårdsvägen 43, Box 401 128 06 Sköndal და კონვერტზე GDPR-ის მითითებით. როცა თქვენ გასცემთ რეესტრის ამონაწერს, თქვენ უნდა შეგეძლოთ საკუთარი თავის იდენტიფიკაცია, აღნიშნული აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ინფორმაციის სწორი პირისთვის გადაცემა.

თქვენ შეგიძლიათ თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვება „Hydroscan AB“-დან შემდეგი მეთოდებით:

სამუშაო ადგილზე მოთხოვნით

მათი დაზღვეული ფოსტით გაგზავნის მოთხოვნით საჯარო ანგარიშის მისამართზე

რეგისტრირებული პირებისგან ელ. ფოსტის მისამართზე გაგზავნის მოთხოვნით

გთხოვთ აირჩიეთ

თუ პრეტენზიები გაგაჩნიათ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით, თქვენ უფლება გაქვთ დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის ორგანოს ან ნებისმიერ სხვა კომპეტენტურ მარეგულირებელ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიების მიერ პერსონალურ მონაცემთა განკარგვის ზედამხედველობას. გთხოვთ აირჩიეთ

 

 

დამატებითი ინფორმაცია „Cookie” ფაილების შესახებ

სხვა ვებ. გვერდების მსგავსად, ჩვენ ვიყენებთ „Cookie” ფაილებს მონაცემების შესანახად და შემდგომ აღსადგენად თქვენი კომპიუტერიდან ვებ. გვერდზე განმეორებითი ვიზიტების დროს. აღნიშნული ინფორმაცია უპირველეს ყოვლისა გამოიყენება ვებ. გვერდის სათანადო ფუნქციონირებისათვის. „Cookie” ფაილები არ არიან დაკავშირებული პირადად თქვენთან, არამედ მხოლოდ კომპიუტერთან, რომელშიც ინახებიან. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ (2003:389) აქტის შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ვებ. გვერდს სტუმრობს „Cookie” ფაილებით უნდა ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე ვებ. გვერდის შესახებ,  რომელიც „Cookie” ფაილებს იყენებს და მათი გამოყენების მიზნების შესახებ. აღნიშნულ ვებ. გვერდზე გამოყენებულ „Cookie” ფაილებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.  

ჩვენს ვებ. გვერდის სტუმრობის დროს თქვენ უნდა დაეთანხმოთ ჩვენს „Cookie” ფაილებს ვებ. გვერდით სარგებლობის გასაგრძელებლად. ამის შემდგომ თქვენ უნდა დაეთანხმოთ ჩვენს მიერ „Cookie” ფაილების გამოყენებას აღნიშნულ ტექსტში აღწერილი მიზნით.

ჩვენ ვიყენებთ „Cookie”  ფაილებს ზოგადი ინფორმაციის შესაგროვებლად, თუ რომელ ვებ. გვერდებს სტუმრობთ და რას უკვეთავთ. ზოგჯერ ჩვენ ვახდენთ აღნიშნული ინფორმაციის კომბინირებას ჩვენი პარტნიორებისგან მიღებულ ინფორმაციასთან. ამ გზით, ჩვენ შეგვიძლია დავაჯგუფოთ მომხმარებლები სხვადასხვა ტიპებად ჩვენს სხვადასხვა პროდუქტებთან დაკავშირებით მსგავსი ინტერესების მიხედვით. აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ კონტენტი და კომუნიკაცია უფრო რელევანტური რეციპიენტებისთვის.  

ზოგიერთი „Cookie” ფაილი იქმნება კომპანიების მიერ, რომელთა აპლიკაციის კოდი დამატებულია ჩვენს ვებ. გვერდზე. აღნიშნული აგრეთვე შესაძლებელია ნიშნავდეს, რომ სხვა ვებ. გვერდები, რომელთაც თქვენ სტუმრობთ მიიღებენ პერსონიზირებული შინაარსის ინფორმაციას და გიჩვენებენ რეკლამებს აღნიშნულ ვებ. გვერდებზე, რომელთა შინაარსი შესაძლებელია თქვენთვის საინტერესო იყოს.

თუ თქვენ გსურთ უფრო მეტი შეიტყოთ, თუ როგორ მუშაობს „Cookie” ფაილები ზოგადად, მათ შორის როგორ აიცილოთ თავიდან მათი შენახვა თქვენს კომპიუტერში, ერთ-ერთი რჩევაა ეწვიოთ ვებ. გვერდს www.allaboutcookies.org, სადაც შეგიძლიათ იხილოთ უამრავი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. აგრეთვე, თქვენ შეგიძლიათ „Cookie” ფაილების შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცნოთ შვედეთის ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების სააგენტოს ვებ. გვერდზე pts.se. 

 

როგორც ვიზიტორს, თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ გსურთ თუ არა „Cookie” ფაილებზე დათანხმება.  ინტერნეტ ბრაუზერების უმრავლესობა ავტომატურად ეთანხმება „Cookie” ფაილებს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ პარამეტრების შეცვლა. თქვენ შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ მათ ან დაიტოვოთ არჩევანის უფლება. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ თუ თქვენ აირჩევთ „Cookie” ფაილების ფუნქციის გათიშვას, არსებობს ჩვენი ვებ. გვერდისა და მომსახურებების არა-ოპტიმალური ფუნქციონირების რისკი.

ბრაუზერების უმრავლესობა შესაძლებლობას გაძლევთ დაბლოკოთ „Cookie“ ფაილები. გამოიყენეთ „Help” მენიუ თქვენს ბრაუზერში „Cookie” ფაილებთან დაკავშირებული პარამეტრების შეცვლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა ტიპის „Cookie” ფაილების აღწერილობა, რომლებიც აღნიშნულ ვებ. გვერდზე გამოიყენება, აგრეთვე ჩვენი მომსახურების ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები. დამატებითი ინფორმაციისთვის თითოეული „Cookie” ფაილის შესახებ, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ hydroscand.ge -ზე და შენახვის დროებთან დაკავშირებით, გთხოვთ გაეცანით ჩვენი ვებ. გვერდის სპეციალურ სექციას “Cookie” ფაილების შესახებ.

 

აუცილებელი „Cookie” ფაილები

ვებ. გვერდის მუშაობისთვის აუცილებელია რამდენიმე „Cookie” ფაილი. მაგალითად, მათი განთავსება კომპიუტერში შესაძლებელია ფორმის შევსების დროს ან სხვა პოზიციის მოთხოვნით.

აღნიშნული „Cookie” ფაილები არ ინახავენ პერსონალურად იდენტიფიცირებად ნებისმიერ ინფორმაციას და მათი უმრავლესობა ე.წ. „სესიის Cookie ფაილებია“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი იშლებიან ბრაუზერის დახურვისთანავე. 

„Cookie” ფაილები ანალიზისა და სხვა სპეციალური ფუნქციებისთვის

აღნიშნული „Cookie” ფაილები შესაძლებლობას გვაძლევს დავითვალოთ ვიზიტები და წყაროები, ამრიგად ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებ. გვერდი სხვადასხვა მეთოდებით. ისინი გვაცნობებენ, თუ რომელ გვერდებს ჰყავთ ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები ვიზიტორები და აგრეთვე შეგვიძლია გავიგოთ როგორ იყენებენ ჩვენს ვებ. გვერდს ვიზიტორები.

 

ყველა სახის ინფორმაცია აღნიშნული „Cookie” ფაილების შესახებ ინახება ერთად და არ მოიცავს თქვენი პიროვნების შესახებ რაიმე პერსონალურ ინფორმაციას.

მომსახურების პარტნიორთა შორის, რომლებიც აღნიშნული ტიპის „Cookie” ფაილებს იყენებენ არის „Google Analytics“-ი. მსგავსი პარტნიორები და ნებისმიერი მესამე პირები აგრეთვე იყენებენ თავიან საკუთარ „Cookie” ფაილებს, როცა ჩვენს ვებ. გვერდს სტუმრობთ.

 

სოციალური მედიის  „Cookie” ფაილები

ჩვენი სოციალური მედიის სამსახურები შესაძლებლობას გაძლევთ ადვილად გაუზიაროთ კონტენტი პირდაპირ ჩვენი ვებ. გვერდიდან თქვენს მეგობრებს და სხვა ნაცნობებს „გაზიარების“ ღილაკის გამოყენებით, რომელსაც მრავალ გვერდზე ვხვდებით.

ჩვენს პარტნიორთა შორის არინ Facebook, Google plus, Twitter და AddThis. ჩვენს ვებ. გვერდზე სტუმრობისას თითოეული აღნიშნული კომპანია თავის საკუთარ „Cookie” ფაილებს იყენებს.

 

ბმულები სხვა ვებ. გვერდებზე

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ვებ. გვერდზე მოცემულია მესამე პირების ვებ. გვერდების ბმულები ან გამოქვეყნებულია მესამე პირების ვებ. გვერდები ან მასალები, აღნიშნული ბმულები მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვისაა განკუთვნილი. ვინაიდან „Hydroscand AB“-ს არ გააჩნია არავითარი კონტროლი აღნიშნულ ვებ. გვერდებზე ან მათ მასალებზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მათ შინაარსზე. „Hydroscand AB“ აგრეთვე არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის ზიანის ან დანაკარგის გამო, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს აღნიშნული ბმულების გამოყენებას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

თუ თქვენ გსურთ ჩვენთან დაკავშირება თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან ან „Cookie“ ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ გამოიყენეთ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაცია.

 

 

© Hydroscand 2021 - ყველა უფლება დაცულია