Hydroscand IsoBar 350 CO

რეკომედირებულია ხე-ტყის გადამუშავებისა და აგრეთვე სამთო მოპოვების ინდუსტრიაში

შლანგების მომსახურება თქვენს მახლობლად

ჰიდროსკანდი არის საქართველოში ლიდერი შლანგებისა და შენაერთების გაყიდვაში. ჩვენ უკვე გაგვაჩნია 4 ოფიციალური მაღაზია, 1 მობილური სახელოსნო  მთელ ტერიტორიაზე, რომლებიც იძლევიან საშუალებას უზრუნველყონ თქვენი ოპერატიული მომსახურება.

 

ჰიდროსკანდი  არის 1969 წელს დაარსებული სკანდინავიური ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია ჰიდრავლიკური და სამრეწველო შლანგებისა და ფიტინგების გაყიდვით.  ერთ დროს  შვედური ოჯახური საწარმო დღეს გახდა ლიდერი სკანდინავიის ბაზარზე ჰიდრავლიკური  შლანგებისა და ფიტინგების დარგში. ჰიდროსკანდში მუშაობს დაახლოებით  1100 თანამშრომელი, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან 21 000 კლიენტს ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.

 

ჰიდროსკანდი სერტიფიცირებულია ISO-14001 და  ISO 9001-ის სტანდარტების შესაბამისად. 2011 წლიდან ჰიდროსკანდს მიენიჭა ფინანსური ვალდებულებების საიმედოობის უმაღლესი რეიტინგი -  AAA.

ჰიდროსკანდი განთქმულია პროდუქციის დიდი ასორტიმენტით.  ფართოდ განვითარებული სასაწყობო სისტემის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ  ჩვენს კლიენტებს დაახლოებით 20 000 დასახელების საქონელი. ჰიდრავლიკურ შლანგებისა და ფიტინგების გარდა ჩვენს მაღაზიებში თქვენ აღმოაჩენთ  საწარმოო მილებს, გადამყვანებს, შტუცერებს, ქუროებს,  ORFS ფიტინგებს, ბურთულიან ონკანებს, სწრაფჩამხსნელ შენაერთებსა და მრავალ სხვა საქონელს.

 

ჰიდროსკანდი საქართველო ეს არის 4 ოფიციალური მაღაზია და 1 მობილური სახელოსნო საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, რომელიც 24-საათიანი რეჟიმში ოპერატიულად მოგემსახურებათ.   ყველა განყოფილებაში კლიენტებს ემსახურებიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც დაგეხმარებიან როგორც რიგითი საქონლის შეძენის განხორციელებაში, აგრეთვე თქვენი ყველაზე რთული პროექტების რეალიზაციაში. მაღაზიების ასორტიმენტი დაკომპლექტებულია ადგილობრივი ბაზრის საჭიროების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ თქვენი ამოცანების საუკეთესო გადაჭრის გზები.

 

Read more

Hide